„მშობლები ქუთაისში გარდაცვლილ ბებიას მიასვენებდნენ, რა დროსაც ავარია მოხდა“ - ახალი დეტალები ერთი წლის ჩვილის გარდაცვალების საქმეში

ლენტი

ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, გარდაიცვალა 1 წლის ჩვილი, რომელიც რეანიმობილით ქუთაისის საავადმყოფოში გადაჰყავდათ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ახლობლის ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში ჩვილის გარდა სამი პირი იმყოფებოდა.

ამავე ცნობით, ისინი ქუთაისის საავადმყოფოში გარდაცვლილ ბებიას სოფელ ჭალეში მოასვენებდნენ, რა დროსაც ეს უბედური შემთხვევა მოხდა.

ბებიის ცხედარი სოფელ ჭალეშია დასვენებული.

ცნობისთვის, დღეს ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ასევე დაშავდა სამი პირი, მათ შორის მსუბუქად დაშავდა გარდაცვლილი ჩვილის 26 წლის დედა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ ერთ-ერთი დაშავებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით ხობის ჰოსპიტალში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.