„მოტყუებით შეიყვანა სახლში“ - ახალი დეტალები მეზობლის მიერ სექსუალური ძალადობის ფაქტზე

მოკლეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მომხდარ გაუპატიურების მცდელობაზე საქმე სისხილის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე და 137 -ე მუხლებითაა აღძრული.

გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცმა მეზობელი ქალის გაუპატიურება სცადა. შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა. როგორც მეზობლები "რუსთავი2"-თან ყვებიან, მამაკაცმა ქალი მოტყუებით შეიყვანა საკუთარ საცხოვრებელ სახლში და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავის დაცვის დროს მსხვერპლმა ხელებზე დაზიანებები მიიღო. ის უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე.

გამოკითხვაზე იმყოფებოდა სავარაუდო მოძალადის დედაც. მამაკაცი ამჟამად მიმალვაშია. შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე და 137 -ე მუხლებითაა აღძრული.