მოღალატე ცოლმა ქმარს მდუღარე ზეთი გადაასხა - ქალი დაკავებულია (უცხოეთი)

ცხელი ზეთი

ინდოეთში მცხოვრებმა ერთმა ქალმა საყვარელი გაიჩინა და ქმრის მოშორება მდუღარე ზეთით სცადა. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.

ქალი სახელად საროჯი და მისი ქმარი ოჯახური უთანხმოების გამო რამდენიმე თვის განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

თვითმხილველების თქმით, საროჯს რომანი ჰქონდა კაცთან, რომელმაც მას და მის ქმარს სახლი მიაქირავა.

ერთ ღამეს საროჯმა ზეთისა და წყლის ნარევი აადუღა და მძინარე ქმარს ზედ გადაასხა, რის შემდეგაც საძინებლის კარი ჩაუკეტა, რათა არ შეძლებოდა დახმარებისთვის ვინესთვის ეხმო.

მეზობლებმა რათორის ყვირილი გაიგეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გამოძიებამ გაარკვია, რომ საროჯი კაცთმოძულე ვიდეოებსაც სწავლობდა და, კერძოდ, აინტერესებდა, როგორ მოეშორებინა ქმარი. საროჯი დაკავებულია. პოლიცია კი მის საყვარელს ეძებს, რადგან ეჭვობენ, რომ ის დანაშაულის თანამონაწილე იყო.