„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
ტრაგედია პოლონეთში - ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი 29 წლის ახალგაზრდა წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის. მეორე გარდაცვლილი 35 წლისაა.
ნათესავების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა. უბედური შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
პოლონური მედიის ცნობით, ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა, რის შემდეგაც საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ვოლვოს მარკის ჯიპს შეეჯახა. ორივე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ისინი ამჟამად პოლონეთში საქართველოს საკონსულოსთან ერთად, გარდაცვლილების გადმოსვენების საკითხს აგვარებენ.