მძიმე ავარია თელავში - მძღოლი, რომელმაც მანქანას დაარტყა, ადგილიდან მიიმალა

პოლიცია

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის ცენტრში - ავტომანქანიდან გადასვლაში მგზავრებს მაშველები დაეხმარნენ.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავის ცენტრალურ მაგისტრალზე, რუსთაველის გამზირზე მოხდა.

მსუბუქ ავტომობილს, ჯერჯერობით დაუდგენელი ავტომანქანა შეეჯახა. მანქანა ადგილზე გადაბრუნდა, მეორე მძღოლი კი, მიიმალა.

ავტომობილების ძლიერი შეჯახების შედეგად, ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი რკინის ტრაფარეტი, მთლიანად მოიგლიჯა და ქვეითების სავალ ტროტუარზე გადავარდა.

გადაბრუნებული ავტომანქანის სამ მგზავრს, გადასვლასა და დამტვრეული მანქანიდან ნივთების გადატანაში, მაშველები დაეხმარნენ.

ექიმების განმარტებით, მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიცია, სასწარაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მაშველები იმყოფებიან.

პარალელურად, პოლიცია მიმალული ავტომანქანისა და მძღოლის დადგენის ღონისძიებებს ატარებს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი