მძიმე ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე

avaria

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-სადახლოს გზაზე. 

ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.