1745608292
მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა - რა დეტალებია ცნობილი

მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა - გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. კადრებში ჩანს, რომ ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ფოტო:ტვ პირველი