„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
მარნეულში, 5-სართულიან კორპუსში, აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ადგილობრივი კლინიკიდან ის თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ქალს აივნის ნანგრევები თავში დაეცა.
ცნობისთვის, მარნეულში უბედურ შემთხვევას თავდაპირველად, 40 წლამდე ქალი ემსხვერპლა. 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მეოთხე სართულის აივანიც მოიყოლა.
მესამე დაშავებული, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, 8 წლის ბავშვია, რომელიც თბილისში გადმოიყვანეს.