პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მარნეულში ორი აივნის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაშავებულია ფეხმძიმე ქალი და ბავშვები.
დაშავებულებს შორის ერთ-ერთი 8 წლის ბავშვია, რომელიც მარნულის ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს. როგორც კლინიკის წარმომადგენელი რადიო „მარნეულთან“ აცხადებს, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობა აქვს და საჭირო გახდა თბილისში სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა.
მასალა განახლდებადია - დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.