„მაპატიე თუ ოდესმე რამე გაწყენინე, ბაჩი“ - რას ამბობს გერმანიაში დაღუპულ ქართველზე მეგობარი

გარდაცვლილი ემიგრანტი

გერმანიის ქალაქ ბრემენში,34 წლის მამაკაცის ცხედარი, დაახლოებით ერთკვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. იგი მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ველისარ გურჩიანია.

„ცოლ-შვილით იყო წასული. ასე წელიწადი იქნება. დედ-მამა ხაიშში ცხოვრობენ. უკარგესი ოჯახის შვილი, თვითონ ველისარი სამი შვილის მამა, არავინ არაფერი იცის, რატომ მოხდა ასე“,- გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

ოჯახი ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

„ჩემო ალალო, ჩემო კეთილო ძმაო ველო, ჩემო ბაჩი. დაე შვება იპოვოს შენმა სულმა. ეს შენ არ ჩაგიდენია ძმაო!!! სუფთა და კეთილი იყო და არის შენი სული სამარადისოდ!!! უფალს შევთხოვთ რომ იმიერ საქართველოში მშვიდად იცოცხლო და დალოცო შენი სისხლი და ხორცი!! მაპატიე თუ ოდესმე რამე გაწყენინე ბაჩი. ერთი ვიცი რომ აწი ჩვენი ცხოვრება ტკივილით სავსე იქნება!! მშვიდობით ბაჩი",- წერს გურჩიანის მეგობარი სოციალურ ქსელში.