პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბორჯომში, ერთ-ერთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში, დაახლოებით 18 საათისთვის სავარაუდოდ გაზი აფეთქდა. ლიკანში აფეთქება, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა.
დაზიანდა პირველი და მეორე სართულის საცხოვრებელი სახლები. დაშავდა 75 წლამდე ქალი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, მოსახლეობა ევაკუირებულია. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
ბორჯომის მერის განცხადებით საჭიროების შემთხვევაში მოხდება ევაკუირებული ოჯახების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
"დაშავებული ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა, ქალს დამწვრობა აქვს და სავარაუდოდ, კომპრესიული დაზიანებაც,დაახლოებით 19:15 სთ-ზე ათი წუთით გაუჩერდა გული, ახლაც უტარდება ყველა საჭირო პროცედურა, მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს უკიდურესად მძიმედ," - განუცხადა "კურიერს" ბორჯომის "ჯეოჰოსპიტალის" დირექტორმა დავით ბარაბაძემ.
ხვალ ბორჯომს ესტუმრებიან ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები, რათა დადგინდეს მომხდარი აფეთქების მიზეზი.