ლევან ხაბეიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პოლიტიკოსი წერს, გარდაიცვალა უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი, დავით შარმიაშვილი.

„ჩემი უახლოესი ძმაკაცი, ოჯახის წევრი, თანამოაზრე, თანამებრძოლი - დავით შარმიაშვილი აღარ მყავს. დაგვტოვა და გაიყოლა ჩვენი გული - მოგონებები ... მიყვარხარ ძმაო“,- წერს ლევან ხაბეიშვილი.