„ცხენის წელი მოდის და მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ყველაფერი მასზე“ – გოგა მანიას რჩევები
1760638561
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვის აეროპორტში განგაში იყო გამოცხადებული. ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.
მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველებმა აეროპორტში საეჭვო ჩანთა აღმოაჩინეს. მესაზღვრეები ვარაუდობდნენ, რომ ჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.
განგაშის გამო მგზავრებისა და აეროპორტში მომუშავე პერსონალის ევაკუაცია გამოცხადდა. რამდენიმე საათით აეროპორტის მუშაობა პარალიზებული იყო.
მესაზღვრეებმა ჩანთა შეამოწმეს, მაგრამ ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს. ამ დროისთვის აეროპორტის მუშაობა განახლებულია.