ხელჩართული ჩხუბი თელავის რესტორანში - დაშავებულია ორი ადამიანი

Ckhubi

ინციდენტი თელავში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ერთმანეთს ნასვამი მამაკაცები დაუპირისპირდნენ. სტუმრებს შორის დაპირისპირება, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით დაიწყო, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ჩხუბის შედეგად, ინციდენტის მონაწილე ორივე მამაკაცი დაშავდა. ორივე მათგანს დაზიანებები თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

სტუმრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაზიანებულია რესტორნის ინვენტარიც.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ერთი მათგანი თელავის, ხოლო მეორე და რუსთავის მცხოვრებია.