პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„დარწმუნებული ვარ, ჩვენს დამკვირვებლებს ბევრი უნახავთ და გაგებით მოგვეკიდებიან, მაგრამ ქართველ ხალხს რა ვუყოთ, ვინც ამ ყველაფრით დაიღალა, მაგრამ გამოსავალს არავინ სთავაზობს“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა.
„ძალიან გული მწყდება, რომ ამერიკის საელჩოში ამ ინციდენტს არ შევსწრებივარ და ამიტომ საუბარი მიჭირს. ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა. არ ვიცი, რამდენად გვქონდა ძალადობასთან საქმე, ფაქტს არ შევსწრებივარ. რა თქმა უნდა, ძალადობა დასაგმობია და ორჯერ და ათჯერ მეტად არის დასაგმობი ისეთ ადგილას, სადაც ეს ძალადობა მოხდა, თუ მოხდა. ჩხუბი და ხელის დარტყმა მეგობარი ქვეყნის მიღებაზე, კარგი ამბავი არ არის.
რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის დაპირისპირება ჩვეულებრივია. როგორც კი, ცენტრში ვითარება იძაბება, რეგიონებში ხალხს ერთმანეთს მიუქსევენ ხოლმე. რეგიონებში ჩხუბი საერთოდ არ არის გასაკვირი იმდენად, რამდენადაც ხალხმა ამერიკის საელჩოში იჩხუბა და რეგიონებში ჩხუბი რას გააკვირვებს „ქოც-ნაცურ“ ნარატივს, რაც დიდი ხანია არის. მე რომ ამ პროცესზე უცხოელი დამკვირვებელი ვიყო, ვინც ცდილობს, საქართველო ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს და თან მიმდინარე მოვლენებს აკვირდება, ჩავთვლიდი, რომ მეხუმრებიან, როცა დეპოლარიზაციაზე ჩემს საუბარს ყოველ დღე შეგნებულ პოლარიზაციას უპირისპირებენ, მაგრამ გარე დამკვირვებელი არ ვარ და ორივე მხარის ნებისმიერი სახის ანატომია ვიცი და უკვე აღარაფერი მიკვირს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს დამკვირვებლებს ბევრი უნახავთ, სამყაროში ჩვენზე უარესი ქვეყნებიც არსებობს და გაგებით მოგვეკიდებიან, მაგრამ ქართველ ხალხს რა ვუყოთ, ვინც 30 წელია, ამ კონცერტს უყურებს, ამ ყველაფრით დაიღალა, მაგრამ გამოსავალს არავინ სთავაზობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.