ხანძარი გურჯაანში - დაშავებულია ერთი პირი

ხანძარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად მექანიკოსი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში, სოფლის შესასვლელში მდებარე ავტოსერვისში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მანქანას არემონტებდა და ავტომობილი სპეციალურ მოწყობილობაზე ჰყავდა აწეული, როცა ტრანსპორტს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად, მექანიკოსმა ხელებზე დამწვრობა მიიღო. დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად შეძლეს. მომხდარის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი სამსახურები იკვლევენ.