1709014227
კავთისხევში მდინარეში ჩავარდნილ ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, მდინარეში ჩავარდნილ ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა.
შემთხვევის შედეგად, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. ის გორში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ერთი კი გადარჩა. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.