1692302192
კაცმა მეტროში ხანძარი მას შემდეგ გააჩინა, რაც ცოლი გაეყარა - დამნაშავე დაკავებულია (უცხოეთი)

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის მეტროში კაცმა მატარებელში ხანძარი გააჩინა. ამის შესახებ NDTV იუწყება.
პოლიციის ცნობით, კაცმა ხანძარი მას შემდეგ გააჩინა, რაც ცოლი გაეყარა. ხანძრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, ისინი კვამლით მოიწამლნენ.
ხანძრის მომენტში მატარებელი მდინარის ქვეშ გამავალ გვირაბში გადაადგილდებოდა და მგზავრების ევაკუაცია მოკლედ დროში შეუძლებელი იყო.
22 ადამიანი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, ხოლო 129-ს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ასევე თავად ინციდენტში დამნაშავეც დაშავდა.
ახლა დაკავებული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.