1692302192
კატალონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

კატალონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. შედეგად, ტარაგონას პროვინციაში, პაულსის მთებში უკვე 150 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა.
„როიტერის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მაშველები ხანძრის კერების ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მაშველებს რთული ღამე ელოდებათ, რადგან ძლიერი ქარია.
ხანძრის გამო ახლომდებარე ქალაქებში სახლებიდან გამოსვლა აკრძალულია. განხორციელდა პრევენციული ევაკუაციაც. სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობაში 75 ბრიგადა მონაწილეობს, მათ შორის 16 საჰაერო. ძლიერ ქართან გასამკლავებლად ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სპეციალური თვითმფრინავებიც.