კასპის რაიონში ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა მანქანა, სადაც 3 კაცი იჯდა - არის მსხვერპლი

policiis lenti

ტრაგედია კასპის მუნიციპალიტეტში - სოფელ კავთისხევში მდინარე კავთურამ გაიტაცა მანქანა, სადაც სამი მამაკაცი იჯდა. როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს, ერთ-ერთი მათგანი მეხანძრე-მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, რაც შეეხება დანარჩენებს, სამიდან ერთმა მდინარიდან გამოსვლა შეძლო, ხოლო კიდევ ერთს შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ეძებენ.