პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დეკემბერში ავარიის შედეგად დაშავებული 19 წლის ზაზა მამულაძე, გუშინ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ამ დრომდე კლინიკაში უგონო მდგომარეობაში იყო.
ყველანი შენი გამოჯანმრთელების მოლოდინში ვიყავით ველოდით იმ წუთებს რომ შენს. ერთად დროს ისევ გავატარებდით. ახალი წლის ღამესაც კი შენს გვერდით ვიყავით და სიახლეებს ველოდით
მაგრამ ვიმედოვნებ და ვიცი რომ იქედანაც ჩვენს გვერდით იქნები. გვენატრები. რატო წახვედი, ჯერ ხომ სულ პატარა იყავი მიწისთვის არ მემეტებიიი... “,- წერენ ახლობლები.
„ჩემო უსაყვარლესო დისშვილო, ყველასგან გამორჩეულო, ჩემო ზაზუკა. ეს რა მძიმე დღე, დაგვიღამე ზაზა.. მეგონა აჯობებდი ამ ვერაგ სიკვდილს, ჩემო 19 წლის ვაჟკაცო. უბედური შენი მშობლები, ძმები...
უფალმა ღმერთმა, ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს, შენ ტკბილ სულს... ზაზუკა...“,- წერს ამირან გაბაიძე.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოში 7 517 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 430, ხოლო დაშავდა 5 469 ადამიანი.
შსს-ს მონაცემების თანახმად, გასულ წელს დედაქალაქში 2 498 სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაშავდა 3 021 ადამიანი, ხოლო დაიღუპა 61 პირი.
„2021 წლის განმავლობაში 7 705 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (სსკ-ის 276-ე მუხლის მიხედვით), დაიღუპა 449, ხოლო დაშავდა 5863 ადამიანი. დედაქალაქში მოხდა 3 219 შემთხვევა, დაშავდა 2 674 ადამიანი, ხოლო დაიღუპა 56 პირი. 2022 წელს თბილისში, წინა წელთა შედარებით საგზაო შემთხვევების და დაშავებულთა ოდენობა შემცირებულია 6%-ით, ხოლო დაღუპვა გაზრდილია 8 %-ით", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი განმარტავს, საქართველოში 2022 წლის განმავლობაში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები შემცირებულია 6%-ით, დაზიანებები 2 %-ით, ხოლო ლეტალობა 4 %-ით.