ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 128-ს გადააჭარბა

ჰონგ-კონგი

ბოლო მონაცემებით, ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექს „ვან ფუკ კორტში“ ძლიერი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 128-მდე გაიზარდა, 79 ადამიანი კი დაშავებულია. ათობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

ხანძარი საცხოვრებელ კომპლექსში 26 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 14:50 საათზე დაიწყო და კომპლექსის 8 კორპუსიდან 7-ზე გავრცელდა. მეხანძრეებმა ცეცხლის სრულად ჩაქრობა მხოლოდ რამდენიმე საათის წინ მოახერხეს.

მომხდართან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამშენებლო კომპანიის 3 თანამშრომელი დააკავეს. გამომძიებლები ეჭვობენ, რომ მათ ადვილად აალებადი მასალა გამოიყენეს, რამაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი. ხანძრის გამომწვევი მიზანი ამ დრომდე უცნობია.