გურჯაანში, პლასტმასის ქარხანა იწვის

მაშველები ხანძარი

გურჯაანში, პლასტმასის ქარხანა იწვის.

შპს „აგროპლასტის“ საწარმოს ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაუჩნდა.

აალება იმდენად ძლიერია, რომ დაკვამლიანება მიმდებარე ტერიტორიებიდანაც ჩანს.

ქარხანა, სადაც პლასტმასის ყუთები იწარმოება, ბიზნესმენებს ნუკრი და დავით ლიპარტაშვილებს ეკუთვნით. 

ნუკრი ლიპარტაშვილის  განმარტებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი და ზარალის ოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფება დავით ლიპარტაშვილი.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.