1794849356
გურიაში, ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, გზიდან გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში.
შემოქმედის მხრიდან მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომობილი, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა, წითელმთაში გზიდან გადავარდა, ერთ-ერთი მოსახლის ღობე გაანგრია და ეზოში შევარდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.










