1740388324
„გთხოვთ, მალე მოდით!“ - ცნობილი თურქი შეფ-მზარეული მიმართვას ავრცელებს

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა შეფ-მზარეულმა ბურაკ ოზდემირმა მიმართვა გაავრცელა და თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილების გადასარჩენად საზოგადოება მიიხმო.
მის გვერდით იმყოფება ბიჭი, რომლის ოჯახი ნანგრევებშია მოყოლილი.
„და, ძმა, მამიდა და კიდევ რამდენიმე მეზობელი 9-სართულიანი სახლის ნანგრევებშია მოყოლილი. გთხოვთ, მალე მოდით, რათა გადავარჩინოთ ეს ადამიანები.“ - ამბობს ოზდემირი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში, სტიქიის ეპიცენტრში, ქართველი მაშველების ჯგუფებიც გაემგზავრნენ. ისინი სამაშველო ღონისძიებაში მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობენ.
ნახეთ კადრები ↓
View this post on Instagram
აღსანიშნავია, რომ თურქეთში მსგავსი დამანგრეველი მიწისძვრა 1999 წელს მოხდა, რა დროსაც 7 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.