66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.
„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან შესაბამისი პროცედურები ხორციელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ია ჭკადუას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, მისმა ახლობლებმა გაავრცელეს.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთში 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში 8 574 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქეა.