„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია 29 წლის ქალის შესახებ, რომელიც მშობიარობის შემდეგ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.
მეუღლის ინფორმაციით, თამარ ჯანაძეს ალერგიული ფონის გამო, რეფლექსური შოკი განუვითარდა. პაციენტი იმყოფება ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში. დათა წულაძე დამატებით ექიმების მობილიზებას ითხოვს.
„მეგობრებო, გუშინ ქუთაისში მე-2 სამშობიაროში დაიბადა ჩემი პატარა შვილი, ილიკო წულაია, ღმერთის წყალობით, ბავშვი არის კარგად, მაგრამ დედამ, თამარ ჯანაძემ ალერგიისგან მიიღო რეფლექსური შოკი და გადაყვანილია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში.
ამ დრომდე დედა არის მძიმე მდგომარეობაში, მეგობრებო, თუ ვინმეს გყავთ ამ მიმართულებით ნაცნობი ექიმი და შეუძლია აღნიშნულ კლინიკასთან ერთად პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესში მიიღოს მონაწილეობა, დაგვაკავშირეთ. გთხოვთ, გადამირჩინოთ ორი შვილის დედა, გთხოვთ დამიდექით გვერდით და დამეხმარეთ“, - წერს დათა წულაია.