გორში, ერთ-ერთ რესტორანში ლიფტი ჩავარდა - არის დაშავებული

ლიფტი

გორის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ლიფტი ჩავარდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

გორის პროკურატურამ, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით, ბრალი მშენებელ-ინჟინერს წაუყენა. 

ადვოკატ ვაჟა სუხიტაშვილის განცხადებით, შემთხვევა სპორტ კაფეში მოხდა.

გორის პროკურორმა ლიფტის მშენებელს ბრალი დღეს წაუყენა. ადვოკატმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა.

პროკურორსა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მშენებელს ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

წყარო: qartli.ge