გიორგი ფხაკაძეზე მოქალაქემ იძალადა და დაზიანებები მიაყენა - ზაფხულში მომხდარი გაუხმაურებელი ამბავი (ფოტო)

გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, თუ რა დაზიანებები მიაყენა მას მოქალაქემ ზაფხულში. თუმცა, ფაქტი აქამდე არ გახმაურებულა.  

„ადგილი: თბილისი დრო 11:46 თარიღი: 12 ივლისი 2022 წელი დაზარალებული: გიორგი ფხაკაძე მოძალადე - ჯერ კიდევ არის ქუჩაში  მე, გიორგი ფხაკაძე, ვარ დაუცველი საქართველოში  მე, გიორგი ფხაკაძეს, არ მიცავს სახელმწიფო  საქართველოს პროკურატურა - საკუთარ სამსახურს შეურაცხყოფას აყენებთ (დაზარალებულად ჯერ არ მცნო, ფიქრობს უკვე 5 თვეა) საქართველოს საპატრულო სამსახური - საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებთ (ჩემი საქმე თაროზეც არ არის შემოდებული, დაკარგული ყოფილა) საქართველოს სასამართლო - საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებთ (მოძალადე 2-ჯერ გაფრთხილებით გამოუშვეს, ჯარიმაც კი არ დაუწესეს) მე თუ არ ვარ დაცული, თქვენ ხართ დაცული?! არა ძალადობას!“ - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.