თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს
1776593871
უბედური შემთხვევა ბათუმში - უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სახურავიდან 17 წლის ბიჭი ჩამოვარდა და დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ნათესავს სახურავის შეკეთებაში ეხმარებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და შენობიდან გადმოვარდა.
სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისვლისას, ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.
გარდაცვლილი ირაკლი ირემაძეა. ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები გლოვობენ:
„გასკდა გული, შვილო“, ირაკლი, სიკეთით სავსე ბიჭო, ეს რა დილა გაგითენდა“,- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.