სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
1748161661
ოკუპირებულ გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე 3 თებერვალს საბაგირო ჩაწყდა. შედეგად რუსეთის მოქალაქე, აფხაზეთში ორენბურგის ოლქიდან ჩასული 28 წლის კაცი დაიღუპა.
ინფორმაციას Апсныпресс-ი აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"28 წლის კაცი საბაგიროთი გადაადგილდებოდა. რაღაც მომენტში საბაგირო ჩაწყდა და კაცი სიმაღლიდან ჩავარდა". - თქვა ე.წ. სამინისტრომ.
დაღუპულის ცხედარი აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO - მაყურებლის რეაქცია ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლის შემდეგ
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის - გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
1748161661
ძლიერი სეტყვა გორში - ნახეთ, კადრები
1748104272