ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
ფოთში ძლიერი ქარის შედეგად მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი ახალგაზრდა ქალი დაშავდა.
მას ხის დიდი ტოტი დაეცა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის ფოტოებს იღებდა. ფოტოგადაღების დროს, ხე წაიქცა და დაშავებული ტოტებს შორის მოყვა.
არსებული ინფორმაციით, მას ხელი აქვს მოტეხილი და მენჯ-ბარძაყის ძვალი აქვს დაიზიანებული, სავარაუდოდ, მოტეხილი. დაშავებული ფოთის საავადმყოფოშია მოთავსებული და არსებული ინფორმაციით, იგი ქუთაისის ერთ- ერთ სტაციონარში გადაჰყავთ.
მერიაში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.