კიბოს ნიშნები, რომლებიც, შესაძლოა, ჭამის დროს გამოვლინდეს
1754596396
ფოთში, ნაბადის უბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს ტრაილერი იმ დროს დაეჯახა, როცა იგი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.