Exclusive: „მე და გიორგის არც გვიჩხუბია, არც დაშორებულები ვართ...“ - ნინო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ
1759143219
ჩინეთმა ატმოსფეროში ქარის ტურბინა გაუშვა, რომელიც ცეპელინს მოგვაგონებს. მას S1500 ეწოდება და მეგავატური სიმძლავრის მქონე პირველი ასეთი საჰაერო ელექტროსადგურია, რომელიც გამოცადეს. მან მნიშვნელოვანი ტესტირებები წარმატებით გაიარა, რაც ქარის ენერგიის წარმოებაში დიდი მიღწევაა.
S1500 დაახლოებით 60 მეტრი სიგრძისაა, მისი სიგანე 40 მეტრს უტოლდება, სიმაღლე კი ასევე 40 მეტრს შეადგენს. პროექტში მონაწილე კომპანია SAWES Energy Technology-ს განცხადებით, ეს ყველაზე დიდი ზომის საჰაერო ელექტროსადგურია, რომელიც ოდესმე შექმნილა.
ტრადიციული ტურბინებისგან განსხვავებით, მას საძირკველი და კოშკი არ სჭირდება, რაც გამოყენებული მასალების ოდენობას 40%-ით, ელექტროენერგიის ღირებულებას კი 30%-ით ამცირებს. ასევე, მთლიანი სისტემა რამდენიმე საათში შეიძლება გადაადგილდეს და ის უდაბნოს, კუნძულისა თუ მაღაროს გარემოს მარტივად ერგება.
S1500 ძირითად აეროდინამიკურ ნაწილსა და ფრთების წრიულ სტრუქტურას აერთიანებს. მასში ტურბინა-გენერატორის 12 წყებაა მოთავსებული, რომელთაგანაც თითოეულის სიმძლავრე 100 კილოვატია. ეს როტორები მაღალ შრეებში მქროლავ ქარს ელექტროენერგიად გარდაქმნის და ხმელეთზე სპეციალური კაბელით გზავნის, რომელიც მასზეა მიბმული.
China's home-designed megawatt-scale commercial buoyant airborne turbine, the S1500, has successfully completed its maiden flight in northwest China's Hami after passing tests including full desert assembly and continuous high-wind deployment and retrieval.
— People's Daily, China (@PDChina) September 23, 2025
At 60 meters long, 40… pic.twitter.com/5BGHIZMX8Q
ეს ელექტროსადგური ჰაერის ისეთ ნაკადებს იყენებს, რომლებიც 500-10 000 მეტრ სიმაღლეზეა. ამის უპირატესობა ისაა, რომ ასეთი ქარები უფრო სწრაფი, ძლიერი, ხელმისაწვდომი და ნახშირბადისგან დაცლილია.
"ქარის სიჩქარის გაორმაგება მის ენერგიას 8-ჯერ ზრდის, გასამმაგებით კი 27-ჯერ მეტ ენერგიას ვიღებთ", — აცხადებენ ექსპერტები.
სწორედ ამიტომ შეუძლია S1500-ს იმაზე ბევრად მეტი ენერგიის გამომუშავება, ვიდრე ხმელეთზე განლაგებული ელექტროსადგურები ახერხებს. ასევე, ამ საჰაერო სისტემის სწრაფად გაგზავნა ისეთ ადგილებშია შესაძლებელი, სადაც მიწისძვრის ან სხვა ბუნებრივი კატასტროფის გამო ენერგია აღარ მიეწოდებათ.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთმა მსგავსი ტექნოლოგიის პოტენციალი დიდი ხნის წინ გააცნობიერა და ამ მხრივ კვლევები პრიორიტეტად აქცია. S1500 ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგია და ქვეყანას განახლებად ენერგიაზე მნიშვნელოვან წვდომას აძლევს.
მანამდე, 2024 წლის ოქტომბერში, ჰელიუმით სავსე მსუბუქი დირიჟაბლი გამოცადეს, რომელიც 500 მეტრ სიმაღლეზე გაუშვეს და 50 კილოვატზე მეტი სიმძლავრე მიიღეს. სამი თვის შემდეგ S1000-მა უკვე 1000 მეტრზე ააღწია და მაჩვენებელი 100 კილოვატამდე გაზარდა. ასე მივიდნენ მეგავატური სიმძლავრის საჰაერო ელექტროსადგურამდე, რომელიც ქალაქ ჰამიში გამოცადეს.