Exclusive: „მე და გიორგის არც გვიჩხუბია, არც დაშორებულები ვართ...“ - ნინო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ
1759143219
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების დროს გამოსვლისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უნდა ახსნას ტერმინი „ზანგეზურის დერეფნის“ გამოყენება „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტთან“ მიმართებაში.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ოფიციალურ მოლაპარაკებებში ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ ტერმინი არასდროს არსებობდა.
ფაშინიანის განცხადებით, სომხურ რეალობაში ეს აღიქმება, როგორც სომხეთის წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზია და ასოცირდება კონფლიქტის ნარატივთან.
„ასეთი რიტორიკა არ ზრდის საზოგადოების ნდობას მშვიდობის მიმართ და არ გამომდინარეობს მშვიდობის ატმოსფეროდან ან უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებებიდან. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, გაითვალისწინოს, რომ ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“ და მსგავსი ნარატივები არ გამომდინარეობს ჩვენს მიერ მიღწეული შეთანხმებებიდან. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ამ შეთანხმებებთან, აქვთ უარყოფითი და დამამძიმებელი გავლენა და აღიქმება, როგორც ტერიტორიული პრეტენზიები სუვერენული ქვეყნის მიმართ – მიუხედავად ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.