5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს წაიკითხეთ
1742878427
ესპანეთში, პოლიციამ 13 წლის დაკარგული უკრაინელი ბიჭის ცხედარი პარკში იპოვა. ინფორმაციას ABC ავრცელებს.
"ნაციონალურმა პოლიციამ დაადასტურა, რომ ბადახოზში 13 წლის ბიჭის ცხედრი აღმოაჩინეს, რომელიც კვირას დაიკარგა", - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მოზარდი პარკში სეირნობის დროს მოქალაქეებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს.
გამოცემის ინფორმაციით, ბიჭის დედამ პოლიციას განუცხადა, რომ ის 23 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე გავიდა სასეირნოდ და აღარ დაბრუნებულა.
გარდაცვალების მიზეზები და გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.