ერთი დაღუპული და ერთი დაშავებული – სამტრედიაში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა

პოლიციის ლენტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა.

„ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.