„სინკარი დაეცა...“ - თერჯოლაში მოზარდი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა
1762681627
ამერიკელები ლაილ და ელინორ გიტენსი მაიამიდან გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ, როგორც ქორწინებაში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული წყვილი. მათი საერთო ასაკი 216 წელი და 132 დღეა. ისინი 1942 წელს დაქორწინდნენ.
ლაილი 108 წლისაა, ელინორი კი 107-ის. მათი საერთო ასაკი აბსოლუტური რეკორდია დარეგისტრირებულ ოჯახურ წყვილებს შორის.
მათ ერთმანეთი 1941 წელს გაიცნეს, როდესაც ატლანტაში, კლარკის უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ქორწინების 83 წლის განმავლობაში მათ ბევრი რამ გადაიტანეს, მათ შორის ლაილის მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში, ასევე ის, რომ ელინორმა 69 წლის ასაკში დოქტორის ხარისხი მიიღო.
როდესაც მეუღლეებს სთხოვეს, გაემხილათ ასეთი ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინების საიდუმლო, ელინორმა უპასუხა: „ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი“. ლაილი მეუღლის სიტყვებს დაეთანხმა. წარმატების ფაქტორებს შორის მათ დაასახელეს ყოველდღიური რიტუალები - ერთობლივი სადილი ღვინოსთან ან ლუდთან ერთად, ურთიერთპატივისცემა და ცხოვრებისადმი ცნობისმოყვარეობის შენარჩუნება.