შხაპის მიღება დილით ჯობია თუ საღამოს - მეცნიერებს ზუსტი პასუხი აქვთ
1755368512
ბათუმში, ძლიერი ქარის შედეგად ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე რამდენიმე ხე წაიქცა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომობილი და ინფრასტრუქტურა დააზიანა.
„ძლიერი ქარია, რამდენიმე წუთის წინ, ევკალიპტის ხეები წაიქცა, დააზიანა ავტომობილი. საბედნიეროდ, მანქანაში მყოფებმა გადმოსვლა მანამდე მოახერხეს. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა და სადენები დააზიანა”, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „ინტერპრესნიუსთან“.