მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
ბოლნისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს სკოლა ემშვიდობება.
„სსიპ -ქ.მარნეულის #1 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს,ჩვენი სკოლის მერვე კლასის მოსწავლის ნაილ აბდულაევის, ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს,მეგობრებსა და ახლობლებს,“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
მეორე, ტრაგიკულად დაღუპული მოზარდი ადგილობრივი სკოლის მერვე კლასის მოსწავლე იყო. ხოლო ნაილ აბდულაევი იქ სტუმრად, დეიდასთან იმყოფებოდა.
„ნაილი ძალიან წყნარი ბავშვი იყო... უკარგესი... მამა არ ჰყავდა, დედა ზრდიდა“, – ამბობენ ადგილობრივები მედიასთან საუბრისას.
ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ მოხდა. სოფელ ბალახაურში გზის პირას, არასრულწლოვან ბიჭებს დიდი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ასევე ნახეთ:
„მომეცი ძალა, რომ ვიზრუნო ყველაფერზე, რაც დაგვიტოვე...“ - მიშელ გურიელაშვილის ემოციური პოსტი