1728312638
„გაითვალისწინეთ... მსგავს პაციენტებში ე.წ. „ჩუმი ინფარქტის“ ძალიან მაღალი რისკია...“ - რას წერს ზურა ბერიკაშვილის დისშვილი
უკვე ორი კვირაა, ზურა ბერიკაშვილი გულის გაჩერებით შეიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. პაციენტის ოჯახი ბერლინის ცნობილი „შარიტეს“ მრავალპროფილური კლინიკის ნევროლოგიის განყოფილებასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. მალე გერმანელი და ქართველი მედიკოსების კონსილიუმი უნდა შედგეს.
მანამდე, მსახიობის დისშვილი, ანო მაისურაძე საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.
„მეგობრებო, ვისაც გყავთ მეგობრები/ახლობლები/ნაცნობები, რომლებსაც აქვთ დიაბეტი, გაითვალისწინეთ, რომ მსგავს პაციენტებში ე.წ. „ჩუმი ინფარქტის“ ძალიან მაღალი რისკია.
სისხლში მომატებული შაქარი, დროთა განმავლობაში, აზიანებს ნერვულ სისტემას, რაც იწვევს მგრძნობელობის დაქვეითებას სხვადასხვა ორგანოს მიმართ, მათ შორის გულის, შესაბამისად ვერ გრძნობენ ტკივილს.
აუცილებელია გულსისხძარღვთა თანმიმდევრული და კონსისტენტური კონტროლი,“ - წერს ანო მაისურაძე.
ასევე ნახეთ: