დღეს საქართველოში მესამე მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

თბილისის დროით 12:10 საათზე საქართველოში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, 3.8 მაგნიტუდა იყო. ეპიცენტრი ისევ ქალაქ დედოფლისწყაროსთან დასავლეთით 2 კილომეტრში, სოფელი ლენინოვკა იყო.

ამავე ტერიტორიაზე 12:08 საათზე 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.

მანამდე, 08:10 საათზე, ასევე, მიწისძვრა მოხდა დედოფლისწყაროდან ჩრდილო-დასავლეთით. ამ შემთხვევაში, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.

არსებული ცნობით, მიწისძვრის არცერთ შემთხვევას ნგრევა არ მოჰყოლია.