1732386875
რა ვითარებაა დედოფლისწყაროში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ
დედოფლისწყაროს მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, მიწისძვრის ბიძგების შემდეგ მერიაში შენობების დაზიანებაზე ან ნგრევაზე შეტყობინება ამ დროისთვის არ შესულა.
როგორც მერი აღნიშნავს, ამ ეტაპზე რეგიონში სიმშვიდეა.
ბიძგები თბილისის დროით დილით 08:08 საათზე და შემდეგ 12:08 საათზე დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.