1795290000
ზელენსკიმ აშშ-ს 15 დასახლებული პუნქტის ევაკუაცია შესთავაზა
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევმა ამერიკულ მხარეს დასახლებული პუნქტების სია გადასცა, სადაც ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზებას სთავაზობს. სიაში ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების 15 დასახლებული პუნქტია, რომლებიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
ჰუმანიტარული მისიების ორგანიზება ოლეშკიდან მოსახლეობის ევაკუაციის ანალოგიური ოპერაციის მოდელით იგეგმება.
ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაცია შეერთებული შტატების შუამავლობით ოქტომბრის ბოლოს ჩატარდა. ქალაქიდან რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ კი, ვინც იქ დარჩენა ისურვა, ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს.









