ნეაპოლში, ქართველ ქალზე სექსუალურად იძალადეს - იტალიური მედია დანაშაულის დეტალებზე
1788368808
რუსეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 6 ადამიანის, მათ შორის ზესტაფონელი აკაკი ტოფაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი 30 აგვისტოს, გვიან ღამით, რუსეთის ფედერალურ ტრასა კავკაზზე „კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანას შეეჯახა და ხევში გადავარდა.
ავტობუსში 47 მგზავრი იყო. 6 დაიღუპა, 26 კი დაშავდა, მათ შორის 9 ბავშვი.
ავტობუსის მგზავრების 95% ქართველები იყვნენ.
„რა ტკივილი ხარ აკაკი“ ; „როგორ დაგვადუმე“; „საოცარი ადამიანი იყო, ძალიან მენანები აკაკი“; „აკაკი, როგორ უნდა მიგიღოს მიწამ“; „ჩვენი ღიმილის ბიჭი“, - წერენ სოციალურ ქსელში ახლობლები.