„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
ჭიათურაში, სოფელ რგანში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, კერძო პირი სარიტუალო დარბაზში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა.
სავარაუდოდ, შენობას საყრდენი კედელი გამოაცალეს, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა და იქ მყოფი პირები მოიყოლა. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ადგილობრივები არიან.