“თვალებს ვერ ვაშორებ ისეთი ლამაზია” - რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება თურქეთიდან მარიამზე
1742533801
თურქული ავიახაზების Pegasus-ის თვითმფრინავი, ერზრუმის აეროპორტში ბორტზე დაწყებული ჩხუბის გამო ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თვითმფრინავი ანტალიიდან ასტანის მიმართულებით მიფრინავდა, როდესაც უკრაინელი წყვილსა და ყაზახი ეროვნების ორ ქალს შორის დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა.
მედიის ცნობით, ბორტგამცილებლებმა დაპირისპირებული მგზავრების გაშველება ვერ შეძლეს, რის შემდეგაც თვითმფრინავის კაპიტანმა ერზრუმის აეროპორტში ავარიულად დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
აეროპორტში, ჩხუბში მონაწილე მგზავრები პოლიციამ დაკითხვის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანა. მედიის ინფორმაციით, მათ ერთმანეთის წინააღმდეგ საჩივარი დაწერეს.