1769284719
ბოლო ცნობები ტრაგედიის ადგილიდან - მეწყრის შედეგად 23 ჯარისკაცი დაიღუპა იავის პროვინციაში
ინდონეზიის დასავლეთ იავის პროვინციაში მეწყრის შედეგად 23 ჯარისკაცი დაიღუპა, – ინფორმაციას ქვეყნის საზღვაო ძალები ავრცელებს.
მათვე ცნობით, მეწყერი, რომლის გამომწვევი მიზეზიც ძლიერი წვიმები გახდა, შაბათს დილით ბანდუნგ ბარატის რეგიონში მოხდა.
„ინციდენტი ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული ექსტრემალური ამინდის პირობების გამო მოხდა, რამაც საწვრთნელ მოედანზე მეწყერი გამოიწვია“, – განაცხადა საზღვაო ძალების ადმირალმა ტუნგულმა.
მედიის ინფორმაციით, ჯარისკაცების გარდა, მეწყერს კიდევ 20-მდე მოქალაქე ემსხვერპლა, 42 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია, სულ მცირე, 800 მაშველი, სამხედრო და პოლიციის თანამშრომელი.











