ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი სამშობლოში გარდაიცვალა

ემიგრანტი

ემიგრაციიდან დაბრუნებული, შორენა ტურაბელიძე სამშობლოში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ებრძოდა.

„დასრულდა კიდევ ერთი ემიგრანტის სიცოცხლე, ჩაქრა კიდევ ერთი ემიგრანტის სანთელი.
შორე ძალიან მიჭირს შენზე წარსულში ლაპარაკი და ძალიან მტკივნეულია იმის გააზრება რომ დღეს შენ უკვე წარსული გქვია.

უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი და ნათელი მოჰფინოს შენს სულს. ვუსამძიმრებ შენს მშობლებს, შვილს და ოჯახის წევრებს შენი უდროოდ გარდაცვალებას. მშვიდად განისვენე კეთილო და სიცოცხლეს მოწყურებულო ადამიანო,მშვიდად განისვენე“, – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.