1745061138
ბოლო ცნობები ტრაგედიის ადგილიდან - იტალიაში საბაგირო გზაზე მომხდარი ავარიის გამო, ოთხი ადამიანი დაიღუპა

იტალიის სამხრეთით, ქალაქ ნეაპოლთან ახლო საბაგირო გზაზე მომხდარი ავარიის გამო ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ავარია მონტე-ფაიტოს მთაზე მოხდა, რომელიც ქალაქიდან 45 კილომეტრში მდებარეობს. წინასწარი ვერსიით, საბაგიროზე ერთ-ერთი ბაგირი გაწყდა.
„ის რაც მოხდა - წარმოუდგენელი და ენით აღუწერელი ტრაგედიაა“, - ციტირებს სააგენტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიის ხელმძღვანელს, უმბერტო დე გრეგორიოს.
Reuters-ის ცნობით, ერთ-ერთი გარდაცვლილი საბაგიროს ოპერატორია, ორი - დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ხოლო მეოთხე - ებრაელი ტურისტი.